16:35 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 18:54:16, 1067 ნახვა

საზოგადოება
ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„აკაკი გურჯიძე სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-11 დღეა, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელფასების 50%-ით ზრდას, სამუშაო პირობებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას, ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას ითხოვენ. გარდა ამისა, გაფიცულები სამუშაოზე დაბრუნების შემთხვევაში გაცდენილი დღეების ანაზღაურებას და სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზით გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას ითხოვენ. მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად ქალაქში სავაჭრო ობიექტები დაიხურა. აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა სკოლის მოსწვალეებმაც გამოუცხადეს. მოსახლეობა ჭიათურიდან კომპანიის გაძევებას ითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics