21:41 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 13:25:14, 886 ნახვა

საზოგადოება
„შეყავთ ჩვენში საწამლავი, რომ კაიფში გავიპაროთ მთელი ქვეყანა“ - მამა საბა გარეჯში არსებულ ვითარებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს

მამა საბა დავით გარეჯში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. 

როგორც სასულიერო პირმა ქადაგების დროს აღნიშნა, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწესებული შეზღუდვები არასწორია. მან ხელისუფლებას აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ და ვითარების მოგვარებისკენ მოუწოდა.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სამთავრობო დონეზე და უნდა შეწყვეტილიყო ეს ყველაფერი და უნდა უკან დაეხიათ აზერბაიჯანელებს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ასე არ ხდება და ნეტავ, ვისი ბრალია? ჩვენი ბედოვლათი მთავრობის, მე ვიტყოდი ასე და ნებისმიერ მათგანს ვეტყვი ამას პირში. მე ამათ უნიათოებს არ ვეძახი რა, ესენი მტრები არიან, შეგნებული მტრები არიან ქვეყნის და პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე და თუ ეს ასე არ არის, ნებისმიერ მათგანს გამოვიწვევ სატელევიზიო დებატებში. გამოფხიზლების დროა, ერთიანი დიდი გამოფხიზლების დროა და ჩვენ გვძინავს, ცუდად გვძინავს ძალიან. ეს მტერი ყველაზე მზაკვრული მეთოდებით, ყველაზე დახვეწილად გვებრძვის ჩვენ, ისე, რომ ძილიდან არ გამოვფხიზლდეთ, გაბრუებულები ვიყოთ, მთვრალები ვიყოთ, აგერ, ნარკოტიკებს გვიკანონებენ, ყველაფერს გვიკეთებენ იმისთვის, ოღონდაც ჩვენ არ გამოვფხიზლდეთ, ოღონდაც არ მივხვდეთ როგორ ვიღუპებით ნელ-ნელა, როგორ გვკლავენ, როგორ გვხოცავენ, როგორ ნელ-ნელა შეყავთ ჩვენში, ჩვენს შვილებში საწამლავი, რომ დაგვხოცონ, გაგვანადგურონ, ოღონდაც ეს ვერ გავიაზროთ და კაიფში გავიპაროთ მთელი ქვეყანა და საერთოდ არაფერს მოგვაკლებენ“, - განაცხადა მამა საბამ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics