|
2019-05-26 12:02:01, 1006 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი კონცეფციით „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” იმართება. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სტენდზე ორ განსხვავებულ კუთხეს - მწვანე სივრცესა და ღვინის კუთხეს წარმოადგენს. მწვანე სივრცის კონცეფცია გარემოსდაცვით განათლებასა და ცოდნის გაზიარებას ეფუძნება და აერთიანებს შემეცნებით, საინფორმაციო და გასართობ სივრცეებს. სტენდის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებო და გარემოსდაცვით აქტივობებში, თამაშებსა და ვიქტორინებში, გაეცნონ გარემოს დაცვის თემატიკაზე შექმნილ ინსტალაციებს და კონსტრუქციებს. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ იმოგზაურონ ოკაცეს, კოლხეთის, მაჭახელას, მტირალას, მარტვილის, ალგეთის და ვაშლოვანის ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე მეღვინეობის 8 000-წლიან ისტორიას გააერთიანებს ღვინის კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭელი და საინფორმაციო მასალა მეღვინეობის უწყვეტი ტრადიციის შესახებ. სივრცეში საკუთარ პროდუქციას წარმოდგენს რვა ახალგაზრდა, წარმატებული მეღვინე, რომლებიც სტუმრებს მეღვინეობის დარგში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. სტენდის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა სახის ქართული ღვინო. 17:10 სთ-ზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ჰიმნი შესრულდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე ეროვნულ ჰიმნს სმენადაქვეითებული მუსიკოსებისგან შემდგარი გუნდი ჟესტების ენაზე შეასრულებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტენდებს ქალაქებში ოზურგეთსა და ახალციხეშიც მოაწყობს. სტენდებზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელი და გამორჩეული პროდუქცია - ღვინო, ყველი, ჩაი, თაფლი და სხვ. მოეწყობა საინფორმაციო სტენდები ეროვნული პარკების და დაცული ტერიტორიების შესახებ, გაიმართება შემეცნებითი ლექცია-სემინარები და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. NS
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)