20:41 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-25 11:13:31, 748 ნახვა

საზოგადოება
FAO: საქართველოსა და სომხეთის რძის სექტორის ფერმერები გაცვლით ტურებში ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების ცენტრის (CARD) ორგანიზებით, ქართველი და მოლდოველი მონაწილეებისთვის, სომხეთში 4 დღიანი სასწავლო ტური გაიმართა. ტურის ფარგლებში, ვეტერინარებს და ფერმერებს საშუალება მიეცათ, მერძევეობის სექტორში არსებული საუკეთესო პრაქტიკები ენახათ და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ დარგში დაგროვილი გამოცდილება. 

ჯგუფის წევრებმა საქართველოდან და მოლდოვიდან, მოინახულეს სომხეთში არსებული მცირე და დიდი ზომის ფერმები, რძის გადამამუშავებელი ქარხნები და ფერმერთა მომსახურების ცენტრები, სადაც ადგილზე გაეცნენ სამუშაო პროცესის სპეციფიკას.

2017 წლის დეკემბრიდან დღემდე, FAO-მ და CARD-მა, საქართველოს რძის ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის რძის სექტორში არსებული მდგომარეობის შესასწავლად, რამდენიმე კვლევა განახორციელეს. შედეგად, დარგში არსებული პრობლემები და მათი გაუმჯობესების გზები გამოიკვეთა. დღევანდელი კონფერენცია, სადაც ორი ქვეყნის რძის სექტორის წარმომადგენლებმა თავიანთი გამოცდილებები გაცვალეს, რძის სექტორის გაძლიერების პროგრამის ნაწილია. 

მარტში კონფერენცია ჩატარდა საქართველოში, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა ქართველმა და სომეხმა ფერმერმა, ვეტერინარმა და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულისა და სერვისების მომწოდებელმა. კონფერენციის მიზანია საქართველოსა და სომხეთში, რძის სექტორში ჩართულ ფერმერებსა და მომწოდებლებს შორის საბაზრო კავშირების გაძლიერება და საუკეთესო ფერმერული პრაქტიკების ურთიერთგაზიარება.

FAO თანამშრომლობს ორივე ქვეყნის კერძო სექტორთან და ხელს უწყობს ინფორმაციის მიმოცვლას ორი ქვეყნის ბაზრებზე არსებული ახალი ტექნოლოგიებისა და ნედლეულის შესახებ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics