20:40 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 17:21:00, 1067 ნახვა

საზოგადოება
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო მედიით ხორციელდება

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს BBC-ის, Deutsche Welle-სა და ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი ეცნობა.

რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები საერთაშორისო ტელეარხებზე ერთდროულად, ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას მსოფლიოში წამყვანი ტელეარხებით 2017 წლიდან ანხორციელებს. გარდა სატელევიზიო რეკლამისა, რეგიონის პოპულარიზაცია წელს 16 სამიზნე ქვეყანაში სხვადასხვა მარკეტინგული არხებით მიმდინარეობს. პარალელურად ტარდება პრეს-ინფოტურები ევროპული და მეზობელი ქვეყნებიდან, რომლის შედეგადაც რეგიონის შესახებ მომზადებულ სტატიებსა და რეპორტაჟებს პოტენციური ტურისტები ეცნობიან. ზაფხულის ტურისტულის სეზონისთვის რეგიონში აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და აჭარის სტუმრებს წელს ბევრი საინტერესო სიახლე ელოდებათ. მათ შორის ინფრასტრუქტურის, ტურისტულის სერვისებისა და პროდუქტების მიმართულებით. 2019 წლის, 4 თვის მონაცემებით, რეგიონს უკვე ესტუმრა ნახევარ მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური.

“ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე სარეკლამო კამპანიები, რომელსაც 100-ზე მეტ ქვეყანაში ეცნობიან.   ჩვენი მთავარია მიზანია, რაც შეიძლება ბევრ პოტენციურ ტურისტს მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის, რეგიონისა თუ ქალაქის შესახებ. ერთის მხრივ ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და მეორეს მხრივ დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, ჩვენი სარეკლამო კამპანიები მხოლოდ სატელევიზიო რეკლამით არ შემოიფარგლება და მიდგომა არის კომპლექსური. კამპანიების მთავარი სამიზნე მაინც ევროპული ბაზარია, საიდანაც განსაკუთრებით ვცდილობთ ტურისტების მოზიდვას. შეინიშნება კიდეც დადებითი ტენდენციები გერმანიიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. წელს პირველად გვემატება ჩარტერული რეისებიც ვილნიუსიდან და ტალინიდან, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩვენთან მოგზაურობაზე ამ ქვეყნებში მოთხოვნა იზრდება”, - აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

 

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics