19:37 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 15:21:55, 903 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების  კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

მისი განცხადებით, კომპლექსური რეაბილიტაციის შედეგად ორივე ქუჩა კაპიტალურად მოწესრიგდება და განახლდება. 

„პირველ ეტაპზე, პროექტი ბუდაპეშტის ქუჩაზე მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა. შესაბამისად,  კომპანია GWP-მ  მთლიანად შეცვალა წყალარინების ქსელი და წყალმომარაგების სისტემა. ასევე, გაკეთდა სანიაღვრეები. ადგილზე მუშაობდა კომპანია  „ყაზტრანსგაზიც“,  რომელმაც  გაზის მილები  შეცვალა.  ამჟამად  გზის საფარის დაგება იწყება. სამუშაოები ბუდაპეშტის ქუჩაზე, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში დასრულდება.  პარალელურად, კომპანია გზის მოწყობის სამუშოებს ხვალიდან კანდელაკის ქუჩაზეც დაიწყებს.   პროექტის ფარგლებში, კანდელაკის ქუჩაზე მოეწყობა ტროტუარები, ახალი ბორდიურები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება LED სანათები.  ჩვენ გვახსოვს, როგორი ჩავარდნილი იყო ბუდაპეშტის ქუჩა,  რადგან მისწისქვეშ არსებული წყალარინების ქსელის მძიმე მდგომარეობის გამო მიწის გამორეცხვა ხდებოდა. რეაბილიტაციის შემდეგ კი ეს ქუჩები სრულად მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას, ტროტუარების განახლებას, ბორდიურის შეცვლას და 1,2 კმ სიგრძეზე 20 000 მ2 გზის საფარის გამოცვლას. 
სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,დინ გრუპი“ ახორციელებს. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში, აგვისტოში დასრულდება.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ  ინფრასტრუქუტურის განვითარების  საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics