|
2019-05-23 13:06:15, 974 ნახვა
საზოგადოება
ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა. „საქართველო ხდება სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი, რაც ამავე დროს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია იმისკენ, რომ ჩვენ ეფექტურად ვიყოთ ინტეგრირებული საერთო ევროპულ სივრცეში. AMEE-ს აქვს ორი რეგიონული ცენტრი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იქნება მესამე, რომელიც ჩვენი რეგიონის გარდა დაფარავს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, დაახლოებით ორი მილიარდის სამედიცინო სერვისი შესთავაზოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქართველი ერისთვის, სამედიცინო განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია და ამავე დროს ორიენტირი მომავლისკენ. „ჩვენ მოვახდინეთ მოთხოვნადი სამედიცინო პროფესიების იდენტიფიცირება, რომლებზეც 10 წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა იქნება. სწორედ ამიტომ, თქვენს უნივერსიტეტს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა და პასუხისმგებლობა. ერთის მხრივ, ჩვენი მომავალი თაობებისთვის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება და მეორეს მხრივ, მოამარაგონ ჩვენი ეკონომიკა ისეთი პროფესიონალებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შევქმნათ ძალიან წარმატებული სამედიცინო სფერო, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ საქართველო და ჩვენი მოქალაქეები, არამედ ის გახდება ხარისხის გარანტი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ვფიქრობ, AMEE-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით ამ ნაბიჯის განხორციელება თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო გაუადვილდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული, საგანმანათლებლო კერის როლი. „ეს არის ის, რაც საქართველოს ისტორიულად ჰქონდა და რითაც თითოეული ქართველი განსაკუთრებით ამაყობს. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას ჩვენთვის აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, სიმბოლური და ემოციური დატვირთვაც. ამასთან ერთად, ბუნებრივია, ეს არის აღიარება იმ რეფორმებისა და ახალი მიდგომებისა, რომელიც რეალურად ტარდება სამედიცინო უნივერსიტეტში. როდესაც ვსაუბრობთ სამედიცინო განათლებაზე, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ნოვატორულ მიდგომებს. ეს არის სფერო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ვითარდება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არა თუ ჩამოვრჩეთ ამ ტემპს, არამედ ვიყოთ ყველაზე უფრო წარმატებულები და გაბედულები, როდესაც ვსაუბრობთ ნოვატორულ მიდგომებზე", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა განათლებაზე, როგორც ეროვნულ იდეაზე. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რათა არსებობდეს მყარი გარანტიები, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიატრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოში AMEE-ის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ძირითადი მიზანი იქნება სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარება, თემატური ტრენინგების ჩატარება რეგიონის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, სამედიცინო განათლების ექსპერტების და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)