19:37 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 11:14:13, 1054 ნახვა

საზოგადოება
„ბილაინის“ მხარდაჭერით ქართველი მოსწავლეებისთვის პროგრამირების მშობლიურ ენაზე შესწავლა უკვე ხელმისაწვდომია

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრის, ბილაინის მხარდაჭერით, ამიერიდან ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, კომპიუტერული პროგრამირება ქართულ ენაზე ისწავლოს. 

შესაბამისი რესურსი განთავსებულია ონლაინ და სრულიად უფასოა. პროგრამირების გაკვეთილები გათვლილია როგორც სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე, ისე სტუდენტებზე და ნებისმიერ სხვა ადამიანზე, ვისაც პროგრამირების საფუძვლების შესწავლა სურს.

პროექტი საგანმანათლებლო ფონდმა Educare Georgia-მ განახორციელა, რომლის მიზანიცაა მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მოცემული პროექტი გულისხმობდა „ხანის აკადემიის“ (Khan Academy) კომპიუტერული პროგრამირების ონლაინ გაკვეთილების გაქართულებას. „ხანის აკადემია“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელზეც წარმოდგენილია ათასობით ვიდეოგაკვეთილი და პრაქტიკული სავარჯიშო სხვადასხვა საგანში, ინგლისურ ენაზე. იმისთვის, რომ ქართველ მოსწავლეებს სრულად შეეძლოთ პლატფორმის ათვისება, Educare Georgia მის გაქართულებასა და ადგილობრივ მოთხოვნებზე მორგებას ახდენს.

სადღეისოდ პროგრამირების სპეციალისტი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ამასთანავე, ამ სპეციალობის უპირატესობა ისიც არის, რომ ადამიანს არ სჭირდება ფიზიკური დისლოკაცია და დისტანციურად შეუძლია მოემსახუროს და ემუშაოს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ დამკვეთს. 

„ხანის აკადემიის“ ქართულენოვანი პლატფორმა ხელმისაწვდომია: https://ka.khanacademy.org/ და YouTube- ზე: https://bit.ly/2pmdg4K (Khan Academy Georgian).

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics