16:07 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 18:52:19, 1381 ნახვა

საზოგადოება
დ.ღ.-ს ადვოკატი - განაჩენი პოლიტიკურია, ახლა სხვა არასრულწლოვნების დაჭერა უნდათ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებულ  დ.ღ.-ს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, დ.ღ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

მისი ინფორმაციით,  გამორიცხული არაა სხვა არასრულწლოვნებიც დააკავონ.

„ეს განაჩენი იმიტომ არის პოლიტიკური, რომ ახლა უნდათ სხვა არასრულწლოვნების სავარაუდოდ, დაკავება და დაჭერა. პლუს იმას, რომ იმ განაჩენზე, თითქოს თქვან, რომ მოწმეების გამო ვერ დადგა მართლმსაჯულება. იქ როდესაც საუბარია, ვისზეც ამბობდნენ, რომ დ.ღ.-მ ცრუ ჩვენება მისცა და ცრუ ინფორმაცია მიაწოდაო, არ მისული პიროვნების ჩვენება საერთოდ არ აქვთ მოსამართლეებს გაზიარებული“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ დ.ღ-ს პატიმრობა მიუსაჯა. დ.ღ.-ს სასჯელის სახით, 2 წელი და 3 თვე შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. აღსანიშნავია, რომ დ.ღ-ს პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება და საპატიმროში ის 1 წელს და 9 თვეს გაატარებს.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics