2019-05-22 17:43:13, 1586 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება: იტალიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების იდენტიფიცირება მიმდინარეობს
იტალიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ, საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ დროისთვის დაშავებულთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, დღეს იტალიის პროვინცია სიენაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. სულ ავტობუსში 60 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის და რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან