16:07 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 15:17:42, 1129 ნახვა

საზოგადოება
სამგორში მდებარე სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დაიწყო

სამგორის რაიონში მდებარე სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. 

კახა კალაძის თქმით, დასახლებაში დაახლოებით 1700 ოჯახი ცხოვრობს, რომლისთვისაც აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება პრიორიტეტული იყო. 

„არანაირი გზა, სანიაღვრე სისტემა, გარე განათება არ არის ამ დასახლებაში. მოსახლეობა ძალიან აქტიურობდა. აქტიური კომუნიკაცია იყო ჩვენთან, პირადად მეც მწერდნენ და ჩვენ დავიწყეთ ამ  პროექტის განხორციელება. „ბლექსი ჯგუფი“ მუშაობს, 4 თვის ვადაში მთლიანად დასრულდება სამუშაოები,  მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, სკვერი, სპორტული მოედანი, გარე განათებები, ყველაფერი,  რაც სჭირდება უბანს, იქნება მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტი, საერთო ჯამში, 35 000 მ2 ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს. ასევე, კორპუსების მიმდებარედ ავტოსადგომები მოეწყობა. პროექტისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 405 405 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოებს ადგილზე ასევე გაეცნენ თბილისის მერიის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გალაქტიონ ბუაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი, თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი შოთა ხაბარელი. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics