|
2019-05-21 16:09:23, 1068 ნახვა
საზოგადოება
ლადო კახაძე მთაწმინდელებს: მინდა კიდევ ერთხელ ბრძოლის ველზე გამოსვლისკენ მოგიწოდოთ
„ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, ლადო კახაძე მთაწმინდელებს მიმართავს. კახაძემ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე ტურში არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდა. „პირველ რიგში, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემს მთაწმინდელებს მხარდაჭერისთვის, შეწუხებისთვის და საარჩევნო ურნასთან პოზიციის დაფიქსირებისთვის. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ არსებული კონკურენციის პირობებში, თქვენმა რჩეულმა კანდიდატმა საუკეთესო შედეგი აჩვენა, მაგრამ ვიცით, რომ ეს შუალედური არჩევნებია და აქტიურობა შედარებით ნაკლებია. იმედი მაქვს, რომ მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით და შედეგი იქნება გაორმაგებული, იქნება სასურველი შედეგი იმისთვის, რომ თქვენი წარმომადგენელი იგულოთ პარლამენტში. მე არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა , რომელიც არსებული გამოწვევების პირობებში, რეალურად ხედავს გამოსავლის გზებს და სტაბილურობის შენარჩუნების გზაზე, ეკონომიკური პროექტების განვითარების გზაზე ცდილობს მდგომარეობიდან გამოსავლის საუკეთესო ვარიანტის ძიებას, არა მარტო შეთავაზებას, არამედ მასში აქტიურად ჩართვას და ამ პრობლემების მოგვარებას. მე, როგორც მთაწმინდის, თქვენს მაჟორიტარ დეპუტატს, ამ ძალის წარმომადგენელს მაქვს შეთავაზებები, რომელიც უცვლელია. ეს არის ძველი ავარიული სახლების გამაგრება, რეაბილიტაცია, ეს არის ისტორიული კუთვნილების ობიექტების გაკეთილშობილება, უსაფრთხოების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე მისი რეალიზაცია, სწორი ორიენტაცია და ამ კუთხით მისი, როგორც საკუთრების გაზრდა თითოეული მოსახლისათვის, ტურისტულ პოტენციალში სწორად მოაზრება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ვიცით, რომ გაჭირვებაა, სოციალური გამოწვევებია, ვიცით დასაქმების პრობლემები, რომელიც ქვეყანასაც ისევე აწუხებს, როგორც ჩვენს მთაწმინდელებს და ჩემი პარლამენტში მოხვედრის პირობებში გააქტიურდება მუშაობა ამ კუთხით. ეკონომიური პროექტების აქტიური მხარდაჭერა თქვენთან ერთად, თქვენი მიერ დელეგირებული უფლებებით იქნება განხორციელებული ზუსტად იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი კონსტრუქციები, ახალი ურთიერთობები, რომელიც ჩვენი სისხლისა და ხორცის, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ჩვენთან გაერთიანების სურვილს გააათმაგებს. დასახულია ბევრი პროექტი, რომელიც ეხება მთაწმინდის რაიონში ცალკეული ქუჩების და კონკრეტული ქუჩების რეაბილიტაციას, რომელიც გაზრდის ტურისტულ არეალს და პოტენციალს. მოგეხსენებათ, რომ სრულდება შესანიშნავი პროექტი, საჩვენებელი, შესანიშნავი პროექტი ორბელიანის მოედანზე, რომელიც არის ნათელი მაგალითი, როგორ მოვუაროთ წარსულს და როგორ შევქმნათ მისგან ის პროდუქტი, რომელიც ღირსეულად მოემსახურება მის მომავალს, ერთი-ორად გაზრდის სურვილს ქალაქის დათვალიერების იმ ტურისტებისთვის, რომელთა რიცხვი კიდევ მეტად გაიზრდება. მინდა მოგახსენოთ, რომ საქმიანი შეხვედრა მქონდა თბილისის მერთან, ხშირად ხდება ასეთი შეხვედრები და ჩემს მთაწმინდელებს სასიხარულო ამბავი მინდა გითხრათ, რომ მთაწმინდის რაიონში სამი ქუჩა დგება სრული რეაბილიტაციის გრაფიკში, ეს არის ასათიანის ქუჩა, სულხან-საბას ქუჩა და ეს არის ინგოროყვას ქუჩა, რომელიც აქ მოსახლე ადამიანების უსაფრთხოების პრინციპიდან გამომდინარე, ასევე მათი ქონებრივი პოტენციალის გაზრდას მოემსახურება და რაც მთავარია მოემსახურება ქალაქის ურბანული პრინციპების განვითარების ხარჯზე ტურისტული არეალების გაზრდას. მინდა გითხრათ, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია, საინტერესო გამოწვევებია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ჩვენი ღირსეული თანადგომა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ თქვენ ნათელი მომავლისა და ხვალინდელი დღის რწმენით ხართ გაერთიანებულნი მხარი დაუჭიროთ ამ ძალის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს. ჩემო ძვირფასო მთაწმინდელებო, მინდა მადლობის მერე, კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ ბრძოლის ველზე გამოსვლა, ბრძოლისა, რომელიც წასაგებად არ არის, მოსაგებადაა და ეს მოგება სრულიად საქართველოს მკვიდრთ და მათი ღირსეული დედაქალაქის და დედაქალაქში გამორჩეული მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საამაყოდ გექნებათ. მოგიწოდებთ აქტიურობისა და თანადგომისაკენ, რამეთუ დასახული მიზანი რეალური გავხადოთ“, - აღნიშნა ლადო კახაძემ.
(NS)
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)