18:35 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 12:05:49, 1150 ნახვა

საზოგადოება
NDI - ინსტიტუტების საქმიანობის რეიტინგში პირველ ადგილზე ეკლესია, ბოლოზე კი, სასამართლოა

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა დადებითად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას აფასებს.

კითხვაზე, როგორც შეაფასებდით ინსტიტუტების საქმიანობას, გამოკითხულთა 20% ძალიან კარგად, 41% კარგად, 21% საშუალოდ, 6% ცუდად, 1% ძალიან ცუდად ააფასებს, ხოლო 10% უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე.

გამოკითხულთა, დიდი ნაწილი ასევე დადებითად აფასებს საქართველოს ჯარსაც. კერძოდ, ჯარის საქმიანობას გამოკითხულთა 8% ძალიან კარგად, 47% კარგად, 26% საშუალოდ, 8% ცუდად, ხოლო 1% ძალიან ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი რესპოდენტთა 10%-ს არ აქვს.

რაც შეეხება პოლიციის საქმიანობას, რესპოდენტთა 6% მის საქმიანობას ძალიან კარგად, 42% კარგად, 34% საშუალოდ, 12% ცუდად, 2% კი ძალიან ცუდად აფასებს. ამასთან, კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ რესპოდენტთა 4%-მა დააფიქსირა.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 4% საკუთარი საკრებულოს საქმიანობას ძალიან კარგად, 24% კარგად, 34% საშუალოდ, 16% ცუდად, 4% ძალიან ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ კი გამოკითხულთა 17%-მა დაასახელა.

მთავარი პროკურატურის საქმიანობა, რესპოდენტთა  1% ძალიან კარგად, 13% კარგად, 33% საშუალოდ, 21% ცუდად, 5% ძალიან ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი 27%-ს არ აქვს.

პარლამენტის საქმინობას, გამოკითხული მოსახლეობის 1% მიიჩნევს, რომ ძალიან კარგია, 11% საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კარგად, 40% საშუალოდ, 31% ცუდად, 9% კი, ძალიან ცუდად აფასებს. ამასთან, კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ გამოკითხულთა 8%-მა დააფიქსირა.

რაც შეეხება, სასამართლოს საქმიანობას, რესპოდენტთა უმრავლესობა 29% ცუდად აფასებს; გამოკითხულთა  1% მიიჩნევს, რომ სასამართლოს საქმიანობა ძალიან კარგია, 11%-ის აზრით, მათი საქმიანობა კარგია, 31% საშუალოდ მიიჩნევს, 29% ცუდად, ხოლო 9% ძალიან ცუდად. რესპოდენტთა 19%-მა ამ კითხვაზე პასუხს „არ ვიცი“ გასცა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics