|
2019-05-20 13:19:16, 965 ნახვა
საზოგადოება
საია: კენჭისყრის დღემ არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლის ფაქტი გამოიკვეთა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღემ არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლსა და დაძაბულ გარემოს უკავშირდება, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფიზიკურ დაპირისპირებსა და ძალადობაშიც გადაიზარდა. საია-ს შეგასებით, დამატებით ყურადღება უნდა გამახვილდეს ორ ნეგატიურ ფაქტზე: საიას დამკვირვებელი ზუგდიდის ოლქში ხმების დათვლის დროს უბანზე არ შეუშვეს; იმავე ოლქში პოლიციამ სავარაუდოდ უკანონოდ დააკავა ჟურნალისტი. მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე საია აგრძელებს კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის (საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების) შესწავლას და შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას ზემდგომ საარჩევნო კომისიებში. საია წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშს მოგვიანებთ წარუდგენს საზოგადოებას. „სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილი ძირითადი დარღვევები: ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინცინდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის. საია მიიჩნევს, რომ ამგვარი ფაქტები ამომრჩეველში აჩენს ხმის მიცემის პროცესიდან დისტანცირების სურვილს და უარყოფით გავლენას ახდენს ნების თავისუფალ გამოვლენაზე. ამ ფონზე შემაშფოთებელი იყო ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. სამწუხაროა, რომ ექსპრეზიდენტი თავის განცხადებაში ასევე აკნინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლს. ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება. ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები ვიდეო კადრებზე ზუგდიდის ოლქში #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს. მართალია, არცერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ის დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ. კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები. განსაკუთრებით საყურადღებოა ზუგდიდის ოლქში ჟურნალისტის, ონლაინ გამოცემა, Presa.ge-ს რედაქტორის, გიორგი კაპანაძის დაკავება. როგორც გავრცელებული კადრებით დასტურდება, არ არსებობდა მისი თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო პოლიციელთა ქმედება სცილდება კანონით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და საჭიროებს შემდგომ შესწავლას. ზუგდიდის #9 უბანზე საიას დამკვირვებელი არ შეუშვეს, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს და შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი დაირღვა წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობდა. საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ბიულეტენის სკანერს რამდენჯერმე შეექმნა ტექნიკური პრობლემა. მისი გადაჭრისას საჭიროა შევსებული ბიულეტენის მოწყობილებიდან ამოღება, რა დროსაც შესაძლებელი იყო მოქალაქის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება. ტექნიკური პრობლემები, ელექტრონულ ხმის დათვლას მთელი დღე თან ახლდა რის გამოც, გარკვეული ხნის განმავლობაში, 2 უბანში ხმის მიცემის პროცესი შეჩერდა კიდეც. საიას დამკვირვებლების მიერ ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის ოლქებში მთლიანობაში დაიწერა სულ 8 საჩივარი: - ზუგდიდის ოლქის #73 და #75 საარჩევნო უბნებზე - წილისყრის პროცედურების დარღვევა (წილისყრის პროცედურებში მონაწილოებაზე უარი; წილისყრით გამოვლენილ ფუნქციაზე უარის თქმა); - ზუგდიდის ოლქის #10 და #32 უბნები - კენჭისყრის პროცედურის დარღვევა (გადასატანი ყუთის სიაში მყოფმა პირმა ხმა უბანზე მისცა; კაბინაში კონვერტის შეტანის ფაქტი); - ზუგდიდის ოლქის #108 უბანი - საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (უბანში ტვ „იმედის“ „სტრინგერი“ – Live რეპორტიორი მოწმობის გარეშე შეუშვეს - ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია); - ზუგდიდის ოლქის #9 უბანი - დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა (საიას დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს); - მარნეულის #83 უბანში - განმეორებითი ხმის მიცემა (მარკირება გავლილმა პირმა მეორედ მისცა ხმა); - მთაწმინდის #11 უბანი - არ დაჯდა ბალანსი (ხელმოწერების რაოდენობა არ დაემთხვა გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობას)“, - ნათქვამია საიას-ს განცხადებაში.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)