17:30 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 11:35:23, 895 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 74% ნატო-ში, ხოლო 77% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 77 პროცენტისთვის  ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია, რომელთგანაც 55 პროცენტისთვის ეს სრულად არის მისაღები.

თუმცა, კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2018 წლის დეკემბრის შემდეგ 6 %-ით შემცირდა.

კითხვაზე, ხვალ რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმი ტარდებოდეს, მოსახლობის  68 პროცენტი ხმას მისცემდა გაწევრიანებას, ხოლო 14 პროცენტი წინააღმდეგი იქნებოდა.

ევროკავშირში  ინტეგრაციას თბილისში გამოკითხულების 77 %-იანი მხარდაჭერა აქვს, სხვა დიდ ქალაქებში 78 %-იანი, პატარა ქალაქებში - 80 % უჭერს მხარს, სოფლებში - 82 %, ეთნიკურად სომხურ დასახლებებში - 68 %, ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებებში - 54 %.

რაც შეეხება მონაცემებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს 18-დან 34 წლამდე რესპონდენტების 80 %, 35-დან 54 წლამდე გამოკითხულების 79 %, 55 წელზე მეტი ასაკის მქონე რესპონდენტების 73 %.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მისაღებია გამოკითხული მამაკაცების 76 %-ის და გამოკითხული ქალების 78 %-სთვის.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 74 პროცენტი უჭერს მხარს. მოქალაქეების 55 პროცენტისთვის ეს სრულად არის მისაღები.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics