|
2015-06-29 14:48:41, 528 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი: კანონი, რომ ქალი და მამაკაცი ქმნის ოჯახს, გვაქვს და ასეც დარჩება
"კანონი, რომ ქალი და მამაკაცი ქმნის ოჯახს, ასეთადაც დარჩება საქართველოში, რადგან საქართველოს საზოგადოება, სწორედ ასეთად მოიაზრებს ოჯახს ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მისი თქმით, სამოქალაქო კანონმდებლობაში ხაზგასმით წერია, რომ საქართველოში ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა და თუკი პრემიერის სურვილია, რომ ეს საკონსტიტუციო რანგში ავიდეს, მისი წინააღმდეგი არ იქნება. თუმცა, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს. „დღეს ჩვენ სამოქალაქო კანონმდებლობაში გვიწერია შავით თეთრზე, რომ საქართველოში ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. თუკი პრემიერის სურვილია, რომ ის საკონსტიტუციო რანგში ავიდეს, მე ამის წინააღმდეგი არ ვიქნები, უბრალოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენ არ გვყავს. მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ ყველა ქვეყანაში კანონები ამ საკითხზე, თუ რა იგულისხმება ოჯახში - უნდა იყოს თუ არა ერთსქესიანი ქორწინება, დგინდება იმის და მიხედვით, თუ როგორია ამ საკითხებზე საზოგადოებრივი კონსესუსი. ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მისაღებია იმ საზოგადოებისთვის. როგორც ჩანს, იმ საზოგადოებაში კონსესუსი ამ თემაზე არსებობს. მანამ, სანამ საქართველოში ეს კონსესუსი არ არსებობს, ვერც ერთი ხელისუფლება, მათ შორის ჩვენი, ვერ გადადგამს რაიმე ტიპის ნაბიჯს, რომ შეცვალოს ეს კანონი. დღეს რაც არის კანონი, რომ ქალი და მამაკაცი ქმნის ოჯახს ასეთადაც დარჩება საქართველოში, რადგან საქართველოს საზოგადოება სწორედ ასეთად მოიაზრებს ოჯხს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. „მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)