|
2019-05-19 20:00:46, 2858 ნახვა
საზოგადოება
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა
საქართველოში, რამდენიმე ოლქში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნები სულ 410 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში, ყველაზე დაბალი კი, მთაწმინდის ოლქში დაფიქსირდა. რაც შეეხება დანარჩენ ოლქებს, აქტივობა ასეთია: თბილისი - მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: 26.6% ( 43908 ამომრჩეველი); საგარეჯო: 67.8% (456 ამომრჩეველი); ახმეტა: 44.1% (1220 ამომრჩეველი); მარნეული: 27.2% (99717 ამომრჩეველი); ადიგენი: 45.8% (1124 ამომრჩეველი); ზესტაფონი: 37% (54943 ამომრჩეველი); ჭიათურა: 37% (42896 ამომრჩეველი); ტყიბული: 33.9% (3563 ამომრჩეველი); წყალტუბო: 40.9 (4215 ამომრჩეველი); ოზურგეთი: 37.4 (5089 ამომრჩეველი); ზუგდიდი: 38.6 (120837 ამომრჩეველი); ხულო: 49.5 (24123 ამომრჩეველი). რაც შეეხება დარღვევებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 17:00 საათის მონაცემებით, 68 საჩივარია შესული. აქედან 20 საჩივარი მარნეულში დაფიქსირდა, 5 - ზესტაფონში, 11 - ხულოში, ზუგდიდში კი, 30. გარდა ამისა, თითო საჩივარია შესული ოზურგეთისა და მთაწმინდის საარჩევნო კომისიებში. საჩივრების ძირითადი ნაწილი პროცედურულ დარღვევებს ეხება. არჩევნებს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი აშუქებს. ასევე, საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)