2019-05-19 19:40:55, 936 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში, მე-5 უბანზე ხმაური იყო - აქტივისტებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
ზუგდიდის მე-5 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.
"ქრონიკის" ინფორმაციით, დაპირისპირება აქტივისტებს ადგილზე მყოფ ჟურნალისტებთან მოუვიდათ. მათ მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ადგილზე განმუხტა სიტუაცია.
მათივე ცნობით, არც ერთი პირის დაკავბა არ მომხდარა, თუმცა ფაქტის შესწავლისა და გასაუბრების მიზნით 2 პირი პოლიციაში გადაიყვანეს.
ფოტო "იმედი"
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან