2019-05-19 16:20:58, 932 ნახვა
საზოგადოება
„ცოდვების სიაა, აღსარებას ვაბარებ“ - საარჩევნო უბანთან მყოფი კოორდინატორის ცინიკური განმარტება [ვიდეო]
ზესტაფონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მდგომი ქალი, რომელსაც ხელში ფურცლები უჭირავს, ამბობს, რომ ეს ცოდვების სიაა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ რა სია უჭირს მას ხელში, რაზეც ქალბატონმა ასე უპასუხა:
"ცოდვების სიაა. აღსარებას ვაბარებ და ეკლესიაში ვწერ ცოდვებს".
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებთან უცნობი პირები დგანან, რომლებიც კითხვას - რატომ იმყოფებიან უბანზე, კომიკურ პასუხებს სცემენ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან