16:32 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 17:13:41, 1197 ნახვა

საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 მაისს დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 მაისს ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში შესაძლოა +34, +39, სანაპირო რაიონებში +30, +35, მთაში +31, +36, მაღალმთაში +27, +32 გრადუსამდე მოიმატოს.

მათივე ვარაუდით, 19-20 მაისს დროგამოშვებით იწვიმებს, შედარებით აგრილდება, ტემპერატურა 10-12 გრადუსით დაიკლებს.

18-19 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ, 20 მაისს კი უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში 18-19 მაისს +30, +35, ხოლო 20 მაისს +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს +30, +32, ხოლო 20 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics