|
2019-05-17 14:58:14, 927 ნახვა
საზოგადოება
IDFI: V-DEM-ის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში დემოკრატიის საშუალო ხარისხი გაუარესდა
2019 წლის აპრილში V-DEM-მა სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის ამსახველი 2018 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დემოკრატიის საშუალო ხარისხი გაუარესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საკუთარ ანალიზს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მონაცემთა ანალიზისას თვალშისაცემია ის მიმართულებები, რამაც ბოლო წლებში გაუარესება განიცადეს და შესაბამისად ნეგატიური ასახვა ჰპოვეს საქართველოს რეიტინგში. მათ შორისაა: მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა; კანონის წინაშე თანასწორობა; სასამართლოს ანგარიშვალდებულება; სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეპრესიები. „უნდა აღინიშნოს აგრეთვე ის მიმართულებები, სადაც წინა წელთან შედარებით პროგრესი შეინიშნება. ასეთებია მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, ზედა ინსტანციის სასამართლოების დამოუკიდებლობის ინდექსები. V-DEM მონაცემები ასახავს საქართველოში ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებს, რომლებმაც პირდაპირი გავლენა იქონიეს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. ანალიზისას დასტურდება ყოველი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას იმ საკითხების მხედველობაში მიღების საჭიროება, რომლებიც დემოკრატიის პრინციპების გაზომვის ინდიკატორებს წარმოადგენს და რომელთა უგულებელყოფა, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის ხარისხზე აისახება. V-DEM მონაცემების მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაღალი დონის ინდექსებმა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით მცირე ცვლილებები განიცადეს. კერძოდ, მცირედით გაიზარდა არჩევითი დემოკრატიის (0.668-დან 0.676-მდე), ლიბერალური დემოკრატიის (0.511-დან 0.53-მდე) და თანაბარზომიერების (0.571-დან 0.575-მდე) ინდექსები. მცირედით შემცირება და შესაბამისად ვითარების გაუარესება შეინიშნება ინდივიდუალური ჩართულობის დემოკრატიისა (0.387-დან 0.385-მდე) და დელიბერატიული დემოკრატიის (0.55-დან 0.548-მდე) მაკრო-ინდექსებში. 2018 წელს 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მაკრო ინდექსების მდგრადი განვითარება ინდივიდუალური ჩართულობისა და დელიბერატიული დემოკრატიის ინდექსებმა შეაფერხა, რომელიც სხვადასხვა ინდიკატორებით იზომება. აღნიშნული მიუთითებს, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით საზოგადოებას ნაკლებად ჰქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა სფეროებში საკუთარი ნება არჩევანის გაკეთების საშუალებით გამოეხატა. აგრეთვე, ნაკლებად იყო გამოყენებული დიალოგის ფორმატი სხვადასხვა საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის და გადაწვეტილებების მიღება ნაკლებად იყო მოტივირებული საზოგადო სიკეთით. მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს განვითარებულმა მოვლენებმა უარყოფითი ასახვა ჰპოვეს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგომარეობის სფეროზე. კერძოდ, დაფიქსირდა სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი რეპრესიები და პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესუსტება, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა საქართველოში დემოკრატიის საშუალო ხარისხი“, - აღნიშნულია IDFI-ს განცხადებაში.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)