12:16 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 11:12:04, 531 ნახვა

საზოგადოება
საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყანა გახდა

პეკინში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმებას მოეწერა ხელი.

საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოაწერა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სადამფუძნებლო შეთანხმების ხელმოწერის მომენტისთვის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს 57 დამფუძნებელი წევრი ქვეყანა ჰყავს. საქართველო ბანკის 45-ე დამფუძნებელი ქვეყანაა.

„აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, სხვადასხვა წარმოების სექტორებში ინვესტირების გზითაზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება,  რეგიონალური პარტნიორობის ხელშეწყობა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მოიზიდოს დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსი“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ბანკის დამფუძნებლებს შორის არიან რეგიონის შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბანგლადეში, ბრუნეი დარუსალამი, კამბოჯა, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ისრაელი, იორდანია, ყაზახეთი, კორეა, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, მალაიზია, მალდივები, მონღოლეთი, მიანმარი, ნეპალი, ახალი ზელანდია, ომანი, პაკისტანი, ფილიპინები, ყატარი, რუსეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, შრილანკა, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, უზბეკეთი, ვიეტნამი.

წევრები არიან ასევე: ავსტრია, ბრაზილია, დანია, ეგვიპტე, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო.

ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წლის ბოლომდე  ღია იქნება კიდევ შვიდი ქვეყნისთვის.  ახალი საფინანსო ინსტიტუტის ამოქმედება სწორედ წლის ბოლოსთვის იგეგმება.

დღესვე დელეგაციების ხელმძღვანელებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics