15:27 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 12:39:56, 822 ნახვა

საზოგადოება
თემაზე „შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის“ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს ფოსტის და ვეროპის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, თემაზე „შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის“ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მედიაციის ქართველ ექსპერტებთან ერთად, უძღვებოდა ვიქტორ შახტერი, ამერიკელი ექსპერტი, მედიატორი და პრაქტიკოსი იურისტი 50-წლიანი გამოცდილებით. შეხვედრაზე განხილულ იქნა დავის გადაწყვეტის ის დიზაინები, რომელიც განსაკუთრებულად შეესაბამება ქართულ რეალობას და შესაძლებლობას მისცემს ქართულ ბიზნესს, მოკლე დროში და მინიმალური დანახარჯებით მიიღოს ეფექტიანი მართლმსაჯულება. სწორედ ვიქტორ შახტერის ინიციატივით და ჩართულობით მოხდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის რეფორმის ხელშეწყობა და ჩამოყალიბება ხორვატიაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, თურქეთში, ბულგარეთსა და მალაიზიაში.
2008 წელს, ვიქტორ შახტერი აღიარებული იქნა კალიფორნიის შტატის წლის იურისტად, მის მიერ სამართლის სფეროში გატარებულ რეფორმებში მონაწილეობისა და მედიაციის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის. იგი არის FSRI-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ორგანიზაციის, რომელიც აქტიურად ცდილობს, ხელი შეუწყოს მედიაციის ცენტრების დაფუძნებას და მსოფლიოს მასშტაბით ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების განვითარებას.
„შეხვედრა საქართველოს ფოსტის თანაინიციატივით გაიმართა. მისი მიზანია, ქართულ ბიზნესს გააცნოს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები. ბიზნესდავების სასამართლო გზით განხილვას საკმაოდ დიდ მატერიალურ დანახარჯებამდე მივყავართ. მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც. სასამართლო პროცესები შესაძლოა წლობით გაიწელოს, სასურველი შედეგი კი მაინც არ დადგეს. ხშირ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტას შედეგად არ მოსდევს კონფლიქტის ეფექტიანად გადაწყვეტა, ვინაიდან სასამართლო პროცედურა, შემდგომში მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას. მხარეთა მიმართ ნეიტრალური და დამოუკიდებელი მედიატორის მონაწილეობით, დავის მოგვარება მეტად ეფექტურია, რადგან საშუალებას იძლევა, კონფლიქტი გადაწყდეს კომპრომისის საფუძველზე, იძულებისა და სასამართლოში საქმის საწარმოებლად საჭირო თანხისა და დროის დაზოგვით. მედიაციის პროცესი განიხილება, როგორც უფრო მეტად სწრაფი, ეფექტური და პროცედურულად მარტივი მექანიზმი პრობლემის გადაწყვეტისთვის. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მოდელი, მეტად ეფექტური იქნება ნებისმიერი საწარმოსთვის და რაც უფრო მეტი მხარდამჭერი გვეყოლება, უფრო სწრაფად შევძლებთ მის ამუშავებას“, - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან ჯანაშიას განცხადებით, მედიაცია დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალებაა და მისი სწორი დიზაინის ჩამოყალიბება დავებს ეფექტურად გადაწყვეტს.
„დღევანდელი შეხვედრა მედიაციის საკითხებს ეძღვნება შრომითი დავის დიზაინებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით სასამართლოს გადატვირთულობის საკითხი, ეს პრობლემა უკვე საკმაოდ აქტუალურად დგას დიდი ხანია ჩვენს რეალობაში. შესაბამისად, მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალება  და მისი სწორი დიზაინის ჩამოყალიბება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და უმტკივნეულოდ  გადაწყდეს ასეთი დავები შეთანხმებით და არა სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი არიან საერთაშორისო ექსპერტები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, იურიდიული  სამსახურის წარმომადგენლები, იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები და საზოგადოება, რომელიც საერთო ჯამში დაინტერესებულია, რომელთაც ყოველდღიური შეხვედრა აქვს ასეთი კატეგორიის დავებთან“, - განაცხადა ლევან ჯანაშიამ.
მედიაცია დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც უწოდებენ როგორც „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა“ ADR (ALTERNATIVE DISPUTE RESOLUTION). მედიაცია მოლაპარაკების პროცესია, სადაც ნეიტრალური პირი - მედიატორი - დაპირისპირებულ მხარეებს ან/და მათ წარმომადგენლებს ეხმარება მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტის ურთიერთსასარგებლო შეთანხმებით დასრულებაში. მედიატორი შეთანხმების პირობებზე გავლენას არ ახდენს, ის მედიაციის პროცესს უძღვება და მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს ეხმარება, შეთანხმებას მიაღწიონ უფრო სწრაფად და ნაკლებ დროში, ვიდრე ისინი შეძლებდნენ დამოუკიდებლად. მედიაციის პროცესი მთლიანად თავისუფალი და არაფორმალურია. მხარეებს შეუძლიათ პირველი შეხვედრის შემდეგ ან ნებისმიერ დროს, შეწყვიტონ აღნიშნული პროცესი. დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებებმა სამოქალაქო და კომერციული დავების დროს, ადგილი დაიმკვიდრა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განვითარებულ ქვეყნებში მედიაცია გახდა სამართლებრივი სისტემისა და კულტურის ნაწილი, შესაბამისი ნორმატიული აქტები იქნა მიღებული აშშ-ში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ასევე ფართო განვითარება ჰპოვა მედიაციამ აზიის ქვეყნებში. ექსპერტთა დასკვნით, ჩინეთში დავათა 30% მედიაციის საშუალებით წყდება.

NS





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics