|
2019-05-15 12:01:26, 968 ნახვა
საზოგადოება
ცესკო - ეჭვების გამოსარიცხად, ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდები მთლიანად შეიცვლება
ეჭვებისა და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდები მთლიანად შეიცვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. „ექსპრესნიუსი“ ცესკო-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გუშინ, ზუგდიდის ოლქში გაურკვევლობა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის - კერძოდ, სამაგიდო სიების, საუბნო საარჩევნო კომისიისა და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემის პროცესმა. გაკეთდა განცხადებები, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნების დარღვევას, რაც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს შესაბამის ინვენტარს და დოკუმენტაციას კანონის მოთხოვნების სრული დაცვით გადასცემს. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში უბნების რაოდენობის მიხედვით ეს პროცესი განაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს საჯაროდ და გამჭვირვალედ. კანონის შესაბამისად, სიების საბოლოო ვერსიის (მათ შორის სამაგიდო ვერსიის) გადაცემა უნდა მოხდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა ( ანუ, ამ შემთხვევაში ამ დოკუმენტაციის გადაცემა 17 მაისამდე უნდა მოხდეს). ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიების ბეჭდებიც და რეგისტრატორების ბეჭდებიც დალუქულია კანონის შესაბამისად და მათი გახსნა მოხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ დროს და მათი რამე სახით წინასწარ გამოყენება შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ინვენტარისა და დოკუმენტაციის გადაცემა ასეთ სახეს ატარებს ყოველი არჩევნების დროს და აბსოლუტურად კანონიერი პრაქტიკაა არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სხვა საარჩევნო ოლქებშიც. ამის მიუხედავად, რამდენადაც ეს საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, თითქოს საარჩევნო ოლქის მიერ უბნების სათანადო ინვენტარითა და დოკუმენტაციით აღჭურვა იყო კანონდარღვევა და საფრთხეს უქმნიდა არჩევნებს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან - საოლქო კომისიაში დაბრუნებისა და მათი მოგვიანებით, - ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ. ამასთან, დამატებით, ყოველგვარი ეჭვისა და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის. ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს არჩევნების ადმინისტრირებას მაღალი სანდოობითა და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ გამჭვირვალობასა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას და ნებისმიერ დროს მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს თუ გარეშე პირებს, რომ პატივისცემით მოეკიდონ არჩევნების პროცესს და ნუ შეეცდებიან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ადმინისტრირების პროცესის შესახებ. მსგავსი ფაქტების გამოსარიცხად, ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად გააგრძელებს საზოგადოებასთან კომუნიკაციას წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)