|
2019-05-15 10:50:04, 887 ნახვა
საზოგადოება
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. სხდომაზე ნარკომანიასთან ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს. საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, აკადემიური წრის წარმომადგენლები. მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება, განათლებისა და ჯანდაცვის მუშაკების გადამზადება, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარებით გამოწვეული ზიანის თაობაზე; ქალ ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა; ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სკოლის ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის როლის გაძლიერება - ეს იმ საკითხების ნაწილია, რომელიც სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული. ნარკომანიასთან ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია საბჭოს სამდივნომ (საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი) მოამზადა, სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებათა წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. მათი წინადადებები სამოქმედო გეგმის საბოლოო სამუშაო ვერსიაში აისახა. სამოქმედო გეგმა მოიცავს ყველა იმ თემატურ მიმართულებასა და პრიორიტეტებს, რომლებიც განსაზღვრულია ნარკომანაისთან ბრძოლის სტრატეგიაში და რომლის მიზანია დაბალანსებული პოლიტიკის ჩამოყალიბება და ქვეყანაში არსებულ პრობლემათა იდენტიფიცირება, პრაგმატული და რეალისტური სტრატეგიის განხორციელება. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით სახელმწიფო უწყებები გარკვეულ ვალდებულებებს იღებენ, რათა განახორციელონ ისეთი აქტივობები და შეასრულონ ისეთი ამოცანები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებთან. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში თითოეული გადაწყვეტილება და ამოცანა ეფუძნება ოთხსვეტოვან ნარკოპოლიტიკას (პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება, მიწოდება/მოთხოვნის შემცირება); დაგეგმილი ღონისძიებები ხორციელდება ადამიანის უფლებათა დაცვაზე დამყარებული დაბალანსებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებით. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფუნქციას წარმოადგენს ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგიული დოკუმენტების, მათ შორის, ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების, პერიოდულად შემუშავება-დამტკიცება და მათი შესრულების მონიტორინგი.
(NS)
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)