|
2019-05-14 10:36:14, 1015 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოს რეგიონში პროექტის „ქართული ჩაი“ მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში მეჩაიეობის დარგით დაინტერესებულ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, არჩილ ბუკიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის „ქართული ჩაის“ მიმდინარე ეტაპი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებაზე და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, ფერმერებს გააცნეს ყველა ის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ჩაის პროდუქციას ბაზარზე ნიშური ადგილი დაიკავოს. დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრას ფერმერებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო ასოციაციების, დონორი ორგანიზაციების და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით პროგრამაში „ქართული ჩაი“ ჩართული 37 ბენეფიციარის 49 პროექტია დამტკიცებული. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების საერთო ფართობი 1,024 ჰექტარს შეადგენს. პროგრამის ჯამური ინვესტიცია 2 553 517 ლარია, საიდანაც 1 776 613 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა. პროექტი „ქართული ჩაი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. „ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროექტის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)