13:31 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-13 11:13:16, 1172 ნახვა

საზოგადოება
MAN-ის მარკის ახალი, 10-მეტრიანი ავტობუსები N85 და N95 მარშრუტებზე გავიდნენ

MAN-ის მარკის ახალი, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები N85 და N95 მარშრუტების მგზავრებს დღეიდან მოემსახურებიან. მწვანე ფერის 50 ავტობუსი ხუთ მარშრუტზე, მათ შორის, მუხიანის დასახლების, ვარკეთილისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით გადანაწილდა.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა მუმლაძესთან და სხვა პირებთან ერთად, N95 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ახალი ავტობუსით იმგზავრა, მოქალაქეებს გაესაუბრა და მათგან ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„90 ერთეული ავტობუსიდან, რომელიც შევისყიდეთ, 50 უკვე ქალაქშია და დღეიდან, თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. დარჩენილი 40, ათმეტრიანი ავტობუსი ერთ თვეში ჩამოვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოვაწესრიგოთ. გარდა ამისა, 220 ერთეული, ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსები წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. ისინიც ევრო 6 ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებია. ასევე, უკვე ვიწყებთ მუშაობას დამატებით, 200 ახალი ავტობუსის შემოყვანაზე, რომელთაგანაც 100 - გაზზე მომუშავე იქნება, ხოლო 100 - ელექტრო. ამ ყველაფრის შედეგად, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებას შეძლებთ, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, საჭიროა სიახლე, მეტი კომფორტი, რათა მოქალაქეებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ N95 მარშრუტზე რვა ავტობუსი, ხოლო N85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს წრიულად ემსახურება, ოთხი ავტობუსი გადანაწილდა.

23 მაისიდან ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავი, მოძველებული ტრანსპორტიც. N50-ზე - რვა ერთეული, N55-ზე - ათი ერთეული და N71-ზე - ცხრა ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N50 ვაზისუბნიდან, N55 - წმ. ბარბარეს უბნიდან, ხოლო N71 - ვარკეთილიდან მოძრაობს.

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics