2019-05-11 16:01:59, 1304 ნახვა
საზოგადოება
რუსლან აბაშიძე სენაკში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ სენაკის სამხედრო დასახლებაში კომპაქტურად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარე მათ საცხოვრებელ პირობებსა და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნო.
ასევე, ორი დღის განმავლობაში რუსლან აბაშიძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე რამდენიმე კომპაქტური ჩასახლება მოინახულა.
დევნილებთან შეხვედრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,