|
2019-05-10 16:02:48, 1360 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებას არ გამორიცხავს
„გამორიცხული არ არის, რომ მოხდეს დაკავება“, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სუს-ში დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი არის უბრალოდ მოწმის სტატუსით დაბარებული და მხარეს არ წარმოადგენს, შესაბამისად, არ აქვს უფლება, რომ მოითხოვოს მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა. „გამორიცხული არ არის, რომ მოხდეს დაკავება. თუმცა ჩემი შინაგანი რწმენა მაქვს, რომ მას არ დააკავებენ. მაჩალიკაშვილის დაკავება იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვნახეთ და იმ მასალის გათვალისწინებით, რაც მე მაქვს ინფორმაცია, არ არსებობს. მოწმის დაკითხვის წესს ითვალისწინებს სსკ-ს 114-ე მუხლი. აქ საუბარია მხარეებზე. დავის მხარეს და ბრალდების მხარეს თანაბრად შეუძლიათ მოითხოვონ მოწმის მაგისტრანტი მოსამართლის მიერ დაკითხვა, თუმცა მალხაზ მაჩალიკაშვილი აქ არ არის გამოცხადებული როგორც მხარე, მის მიმართ არ არის ბრალი წაყენებული. იგი არის მოწმის სტატუსით. მოწმე არ არის მხარე პროცესში და შესაბამისად, ვერ მოვითხოვთ მის დაკითხვას მაგისტრანტი მოსამართლის მიერ. იმ შემთხვევაში თუ მისი მისამართით იქნება ბრალი წაყენებული, თავისთავად ცხადია ჩვენ მივმართავთ, ჩვენთვის უკეთესია და ცხადია, რომ საჭირო და აუცილებელია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა მოხდეს სასამართლო წესით. მეტად გამჭვირვალე პროცესია, მეტად საშუალება გვექნება დაცვის მხარეს, რომ ავიცილოთ ის კითხვები, რომელიც არარელევანტურია და არ არის შემხებლობაში საქმის ფაქტობრივ და არსებით გარემოებებთან და ამავდროულად ავიცილებთ იმ ემოციურ ფონს, რასაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ შენობაში შესვლის შედეგად იღებს“, - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)