2019-05-10 15:40:09, 1157 ნახვა
საზოგადოება
12 მაისს მახათას მთისკენ ავტობუსების 2 მარშრუტი დაინიშნება
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმოდ გახსნაზე მრევლის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 12 მაისს, მახათას მთის მიმართულებით ავტობუსების 2 დროებითი მარშრუტი დაინიშნება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები 08:30 საათიდან 16:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და მეტროპოლიტენ „ვარკეთილიდან“ 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ. ისინი მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,