15:07 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-10 14:20:25, 1140 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი იმართება

თბილისში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალი "ZERO COMPROMISE" იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია "ბუნებრივი ღვინო", ხოლო მხარდამჭერი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. ფესტივალში მონაწილეობას იღებს 70-მდე ადგილობრივი მარანი და ასევე ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება, სამომხმარებლო კულტურის გაზრდა და ღვინის ტურიზმის განვითარებაა.

ფესტივალს, რომელიც ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე იმართება, ასევე ესწრებიან იმპორტიორები, ღვინის მწერლები და ჟურნალისტები, იტალიიდან იაპონიიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, კანადიდან, სულ მსოფლიოს 13 ქვეყნიდან, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში. ეს საშუალებას აძლევს ადგილობრივ მარნებს ადგილზე გააცნონ თავიანთი ღვინოები პოტენციურ მყიდველებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მარნებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო გამოფენებში ვერ იღებენ მონაწილეობას.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics