|
2019-05-10 13:19:05, 1037 ნახვა
საზოგადოება
ქართველი დეველოპერები ერთ სივრცეში - „არეა ექსპო 2019“
„არეა ექსპო 2019“ წელს უფრო მასშტაბურად წარდგა მომხმარებლის წინაშე. დეველოპერი და სამშენებლო კომპანიები, არქიტექტორები, ფინანსური ორგანიზაციები, სახელმწიფო სექტორი და უცხოელი ინვესტორები - სწორედ ასეთი იყო უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა. „განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ კომპანიას, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ 2018 და 2019 წლის ბრძოლის ველზე. ეს არ არის მარტო „არეა ჯგუფის“ პროექტი, ეს არის ერთობლივი პროდუქტი, რომელიც ახალ სტანდარტს ამკვიდრებს უძრავი ქონების ბაზრის მომსახურების სფეროში“, აღნიშნავს „არეა ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი და „არეა ექსპო 2019“-ის ორგანიზატორი ნინო ჯინჯოლავა. „არეა ექსპოს“ საერთაშორისო კომპონენტი „არეა ექსპო 2019“ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა შარშანდელი გამოფენა-გაყიდვისგან როგორც ორგანიზების, ისე მონაწილეების მხრიდან. პრაქტიკულად ყველა მონაწილე ინდივიდუალი ბრენდირებითა და დახვეწილი ვიზუალით წარდგა მომხმარებლების წინაშე, რამაც საერთო განწყობა შექმნა. გარდა ამისა, წელს გამოფენაზე პირველად მონაწილეობდნენ საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანიებიც, კერძოდ, შვეციარიული კომპანია G.S.I.s.r.I და ფინური კომპანია „ჰაბიტა“. შვეიცარიული კომპანია G.S.I.s.r.I საქართველოში პირველად შემოვიდა, დაიწყო ბაზარზე ოპერირება და მომხმარებელს თავი გამოფენაზე გააცნო. კომპანია რეალიზებას უწევს შვეიცარიის, სარდინიისა და ლუგერიის კუნძულებსა და იტალია-შვეიცარიის ანკლავზე მდებარე უძრავ ქონებას. კომპანიამ პროექტი Companione d'Italia „არეა ექსპო 2019“-ზე წარმოადგინა. „შვეიცარიულმა კომპანია G.S.I.s.r.I-მ საქართველოს ბაზარზე წელს დაიწყო ოპერირება და ბაზარზე წარსადგენად „არეა ექსპო 2019“-ის პლატფორმა გამოიყენა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის და უნდა აღვნიშნოთ, რომ ღონისძიებამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილა როგორც ესთეტიკური, ისე ორგანიზების მხრივ. უფრო მეტიც, ჩვენში სასიამოვნო გაოცებაც კი გამოიწვია, რომ საქართველოში ასეთი დონისა და ხარისხის ღონისძიებები ტარდება. კმაყოფილები დავრჩით მოზიდული კონტინგენტით, არაერთი საინტერესო საქმიანი შეხვედრა გვქონდა პოტენციურ მომხმარებლებთან, დაფიქსირდა საზღვარგარეთ არსებული უძრავი ქონების მიმართ მზარდი ინტერესი, რამაც ჩვენი საქმიანობის არეალისა და გეგმის მასშტაბების ზრდა განაპირობა“, - აცხადებს, კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენელი მანანა კობალაძე. ტურიზმის როლი სამშენებლო ბიზნესის სფეროში ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გახლდათ, რომელიც გამოფენაში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელით მონაწილეობდა. სააგენტომ გამოფენაზე წარმოადგინა პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია, სასტუმრო ბიზნესით დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს ტურისტულად აქტიურ რეგიონებში არსებული სახელმწიფო აქტივები, მათ შორის იყო უნიკალურ კურორტ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმები. როგორც შარშან, ისე წელს გამოფენამ საშუალება მისცა დამწყებ დეველოპერ კომპანიებს, საკუთარი თავი წარმოეჩინათ და პოტენციურ მყიდველებს შეხვედროდნენ. კომპანია „ტიფლისი“ ერთ-ერთია, რომელიც წელს პირველად წარდგა მომხმარებლის წინაშე. მათი მიზანი ბრენდის ცნობადობის ამაღლება გახლდათ როგორც მომხმარებლებს, ისე დეველოპერ კომპანიებს შორის. „არეა ექსპო 2019“-ში მონაწილეობამ, პირველ რიგში, საშუალება მოგვცა, ფართო საზოგადოებისთვის უკეთ გაგვეცნო „ლაზიერის“ ბრენდი, კომპანიის შესაძლებლობები და წარმოებული პროდუქციის ხარისხი. გამოფენის ფარგლებში შევხვდით პოტენციურ კლიენტებს და შევიძინეთ რამდენიმე საქმიანი პარტნიორი. ასევე, საჯარო სექტორისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლების პრეზენტაციებიდან მივიღეთ ძალიან საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია სხვადასხვა ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ“, - აცხადებს „ლაზიერის“ კომერციული დირექტორი, ვანო უგრეხელიძე. „არეა ექსპო 2019“ კვლავ პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის საწყის ეტაპს გადის, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს დიდმა კომპანიებმა, რომლებიც პრემიუმ კლასის შენობებს აშენებენ. სწორედ ამის გამო, კომპანია „ოუშენ კაპიტალში“, რომელიც „არეა ექსპოზე“ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლით იყო წარმოდგენილი, აღნიშნავენ, რომ ამ ფაქტმა ისინი არათანაბარ და არახელსაყრელ პირობებში ჩააყენა. გამოფენაზე მოსული მომხმარებლების უმრავლესობა არ იყო დაინტერესებული პრემიუმ კომპანიების პროდუქტებით. „არეა ექსპო“ - მომხმარებლისა და დეველოპერის შეხვედრის უცვლელი ადგილი თუმცა ღონისძიება შედგა. „არეა ჯგუფი“ ცოტა ხანში მომავალი წლის გამოფენის დაგეგმვას დაიწყებს. სამომავლო მიზნებიც უკვე განსაზღვრულია. „მეტი სამუშაოა ჩასატარებელი უშუალოდ მომხმარებლებთან, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ ვიზიტორებთან, გამოფენა-გაყიდვის კონცეფციის სწორად მიტანისა და ახსნისთვის“, - აღნიშნავს ნინო ჯინჯოლავა. „არეა ჯგუფის“ მიზანია, „არეა ექსპო“ არ დაემსგავსოს სივრცეს, სადაც დეველოპერები საქმიანი შეთავაზებებისთვის იკრიბებიან, არამედ წარმოადგინონ უშუალოდ მომხმარებელთან თავიანთი პროექტები და, რაც მთავარია, მომხმარებელს შეუქმნან იმის მოლოდინი, რომ გამოფენაზე უფრო მარტივად შეიძენს სასურველ უძრავ ქონებას.
(R)
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)