2019-05-09 13:06:31, 1595 ნახვა
საზოგადოება
„მოღალატე! მონა!“ - სალომე ზურაბიშვილს ვაკის პარკში სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ [ვიდეო]
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავისთვის პატივის მისაგებად მივიდა, სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ.
მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" აქციის მონაწილეები პრეზიდენტს შემდეგი შინაარსის შეძახილებით მიმართავდნენ: "მოღალატე", "მონა". ისინი ზურაბიშვილს ანწუხელიძის ფოტოებს აჩვენებდნენ.
სალომე ზურაბიშვილმა ვაკის პარკის ტერიტორია უკვე დატოვა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან