|
2019-05-08 12:02:40, 1218 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსა და ომბუდსმენს მიმართავს
საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გიორგი პატარიძეს და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს. წერილს ხელს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აწერს. როგორც ჯაღმაიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიმართ გაგზავნილ წერილში წერს, სახალხო დამცველის ოფისმა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები ჩართო. "მათ განაცხადეს, რომ მე-18 დაწესებულებაში პატიმარს არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც დიაგნოზიდან გამომდინარე მას სჭირდება. ეს დასკვნა და სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ იგი გადაყვანილი ყოფილიყო სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, გადაეგზავნა სასჯელაღსრულების უწყებასაც. ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე დღემდე რჩება მე-18 დაწესებულებაში, გთხოვთ თქვენი მხრიდან გვაცნობოთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - მიმართავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილეს. საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ანდრია ჯაღმაიძიის მიერ სახალხო დამცველისადმი გაგზავნილი წერილის, რომელშიც დეკანოზი წერს, რომ ომბუდსმენის რეკომენდაცია, გადაეყვანათ პატიმარი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, იუსტიციის სამინისტროს არ შეუსრულებია. "ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე დღემდე რჩება მე-18 დაწესებულებაში, ხოლო მის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრს დაინტერესებული პირები მომართავენ კითხვით, გთხოვთ გვაცნობეთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ თვეზე მეტია გასული და ამ ხნის განმავლობაში სასჯელაღსრულების უწყებას არ შეუსრულებია თქვენი რეკომენდაცია", - წერია საპატრიარქოს მიერ ომბუდსმენისთვის გაგზავნილ წერილში. საპატრიარქოს წერილს ომბუდსმენის აპარატმა უკვე უპასუხა. "მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 7 მარტს. გაცემული რეკომენდაციის საპასუხოდ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა პასუხი იუსტიციის სამინისტროდან და მოგვეწოდა მათი მოსაზრებები ამ საკითხის გარშემო. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოწოდებული მასალები საჭიროებენ დამატებით შესწავლასა და რეაგირებას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს კომუნიკაციას იუსტიციის სამინისტროსთან, ასევე აკვირდება პენიტენციური სამსახურის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და აღნიშნულის შემდგომ, საჭიროების შესაბამისად მიმართავს დამატებით ღონისძიებებს", - წერია სახალხო დამცველის საპასუხო წერილში.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)