|
2019-05-07 17:00:19, 4137 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც როს უილსონმა აღნიშნა, აშშ-ს საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ძალიან ძლიერი და წარმატებული თანამშრომლობა აქვს. ამერიკელმა დიპლომატმა თავდაცვის მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება. თავდაცვის სამინისტროში შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.
(NS)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)