10:39 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 16:51:14, 1095 ნახვა

საზოგადოება
„ჩვენ ნდობაზე დამყარებულ კომუნიკაციას უნდა დავუბრუნდეთ“ - ქეთევან ციხელაშვილი პანკისელებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სახელმიფო მზადაა მოსახლეობასთან ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია განაახლოს.

მინისტრის განცხადებით, დიალოგი პრობლემის გადაჭრის ერთადერთი უალტერნატივო გზაა.

„რა თქმა უნდა, მე მაქვს და მთლიანად ხელისუფლებას სრული მზაობა იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი და კომუნიკაცია, რადგან ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ეს არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რითაც ჩვენ უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი და დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს, იმ ნდობაზე დაფუძნებულ და ძალიან აქტიურ კომუნიკაციას, რომელიც უნდა ხდებოდეს და ხდებოდა მოსახლეობასთან, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს კომუნიკაცია, თუკი ამის საჭიროება არსებობს, ყველასთან რა თქმა უნდა, და ამ რეჟიმში განვიხილოთ საკითხები“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის უხუცესებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი იმ კონფლიქტის გადაჭრაა, რომელიც პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის ხეობაში ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics