2019-05-06 16:28:48, 1030 ნახვა
საზოგადოება
მდინარე ალაზნის ადიდების გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ კახეთის რეგიონში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარე ალაზნის მიერ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის დატბორვის გამო, აღნიშნული გზის 132-კილომეტრიდან 134 -ე კილომეტრამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოებას პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,