14:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 14:40:45, 1049 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კრეათონის „ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“ გამარჯვებულები დღეს დასახელდებიან

თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემეცნებით-შემოქმედებითი სტუდენტური კრეათონი - „ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“ დღეს დასრულდება. დასკვნითი ღონისძიება 19:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეზოში გაიმართება. 

დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდებიან საუკეთესო დავალების ავტორი ჯგუფები, რომლებსაც  გარდა იმისა, რომ გადაეცემათ საპატიო და ორიგინალური ჯილდოები, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ პროექტის მომდევნო ეტაპების განხორციელებაში.

კრეათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ - ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციას.

კრეათონის საკონკურსო დავალებები მოიცავდა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნას გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. კრეათონში მონაწილეობა მიიღო 14 უნივერსიტეტის 30-მა გუნდმა. 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics