10:39 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 11:08:43, 904 ნახვა

საზოგადოება
იანვარ-აპრილში საქართველოდან 26 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში  26 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 7%-ით მეტია.

ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია ამერიკის, აზიისა და ევროპის მიმართულებით.  ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 108% (219713 ბოთლი), ჩინეთი - 22% (2192025) და პოლონეთი - 16% (1173850). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ისრაელი - 102% (106572), ბელარუსი - 88% (604076), საფრანგეთი - 81% (43938), მონღოლეთი - 72% (106452), კანადა - 70% (66960), ჰოლანდია - 37% (40930), ესტონეთი - 15% (214502), ლიეტუვა - 4% (179370), რუსეთი- 4% (16850331) და სხვა.

წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 179-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 67%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 18 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 74%). მსოფლიოს 18  ქვეყანაში ექსპორტირებულია 140 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 68% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 382 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 31%).

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა ყურაღებას ამახვილებს ექსპორტის ზრდაზე სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებზე, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში გადმოინაცვლა.

„მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. აღსანიშნავია, რომ თანხაში გამოსახული ზრდა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე რაოდენობაში. ქართული ღვინის ექსპორტი იმ ნიშნულს აღწევს, რომ  რაოდენობაზე მეტად, აქცენტი ხარისხზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ კერძო სექტორთან ერთად, მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი." - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics