11:22 - 21 Aug, 2026
|
2015-06-26 17:25:54, 640 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომღერალი ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერალის, ქალბატონ ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო. ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ქალბატონი ეთერის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, მომღერალი ეთერ კაკულია 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეთერ კაკულია კიბოთი იყო დაავადებული და მიუხედავად, მკურნალობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)