09:40 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 18:44:22, 1185 ნახვა

საზოგადოება
„დაგვიბრუნეთ მამა“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების აქცია საპატრიარქოსთან

საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა ილია მეორისგან მიღებული დანაპირების შესრულებას და დეკანოზის შეწყალებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების მოსაზრებით პატრიარქს მამალაძის შეწყალება შორენა თეთრუაშვილმა გადააფიქრებინა. 

„მას გადაწყვეტილი ჰქონდა და ეპისკოპოსებს უთხრა, რომ  პრეზიდენტისთვის მიემართათ, წერილი დაეწერათ, მაგრამ ამ ქალბატონმა შორენამ,  რომელიც აქ მოკალათებულია,  პატრიარქის ნება-სურვილი გადაწონა და ყველა და ყველაფერი თავის ნება-სურვილზე წაიყვანა. აქედან გამომდინარე, ჩემი მოლოდინი არის ასეთი, რომ თუკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაიბრუნებს იმ ძალაუფლებას, რაც იურიდიულად მას გააჩნია ეკლესიაში, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, ჩემი ძმის შეწყალება მოხდება, მაგრამ სამწუხაროდ, სანამ ამ ქალბატონს სადავეები ხელში უჭირავს, მანამდე საქართველოს ეკლესიაში სიკეთე არ იქნება“, - განაცხადა  გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ. 

საპატრიარქოსთან შეკრებილებს შორის დეკანოზის მცირეწლოვანი შვილებიც არიან.

მათ ხელში პლაკატები წარწერით "დაგვიბრუნეთ მამა, მამა გვენატრება, ნუ დაგვაობლებთ" უჭირავთ. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ შესრულდება, აქციები საპატრიარქოსთან გაგრძელდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics