|
2019-05-03 13:39:39, 1295 ნახვა
საზოგადოება
შიდსის დასასრული - მეცნიერებმა მედიკამენტოზური მკურნალობით აივ-ს გავრცელება შეაჩერეს
ახალი კვლევა, რომელიც ევროპელმა მეცნიერებმა ჩაატარეს, ცხადჰყოფს, რომ შიდსის გავრცელება სწორი მკურნალობის პირობებში შესაძლოა აღარ მოხდეს, - ამის შესახებ The Guardian ვრცელ მასალას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, აივ-ინფიცირებულები სპეციალურ ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებდნენ. ამის პარალელურად მათ ჰქონდათ ურთიერთობა პარტნიორთან პრეზერვატივის გარეშე. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ინფიცირებულების პარტნიორები არ დაავადდნენ. მედია საშუალების ინფორმაციით, კვლევაში ევროპის მასშტაბით სულ 1000 მამაკაცი მონაწილეობდა და არც ერთის პარტნიორი არ დაინფიცირდა. მედიკოსები ხაზს უსვამენ, რომ დაინფიცირების საფრთხე სწორმა მკურნალობამ და მედიკამენტებმა შეაჩერეს. კვლევა 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სულ 15 პარტნიორი დაინფიცირდა, თუმცა მათ ურთიერთობა სხვა მამაკაცებთან ჰქონდათ, რომლებიც მკურნალობის კურსს არ გადიოდნენ. "კვლევა დაგვეხმარება, რომ მომავალში აივ-ინფიცირებულთა სრული განკურნება მოხდეს. დადგინდა, რომ სწორი მკურნალობის პირობებში შიდსის გავრცელება სხვა პარტნიორებზე ნულს უდრის. მკურნალობა ჰეტეროსექსუალ წყვილს მისცემს შესაძლებლობას ნორმალურად იცხოვრონ და დაავადების გამო ურთიერთობაზე უარი არ თქვან. ასევე ამ კვლევის შედეგები გარკვეულ სტერეოტიპებს გააბათილებს და აივ ინფიცირებულთა დისკრიმინაციის საფუძველს გაქარწყლავს", - აცხადებენ მეცნიერები. მსოფლიოს მასსტაბით თითქმის 40 მილიონი აივ-ინფიცირებული ცხოვრობს, აქედან 22 მილიონი შესაბამის მკურნალობას ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით გადის. მაგალითად დიდ ბრიტანეთში 101 600 ადამიანი აივ ინფიცირებულია, თუმცა დაახლოებით 7 800 მოქალაქემ ამის შესახებ არ იცის და მკურნალობას არ გადის. "ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ყველა აივ ინფიცირებული მამაკაცის ჩართვა მკურნალობაში, რომ არა საზოგადოებაში არსებული სტიგმა, ჰომოფობია და დიაგნოსტიკაზე მისვლის შიში", - აცხადებს ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის პროფესორი მირონ კოენი. აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით აივ ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. მაგალითად 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 2015 წელთან შედარებით 28%-ით შემცირდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სრული გავრცელების აღმოფხვრა 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ აივ-ს დიაგნოსტიკა პერიოდულად ჩაიტარონ.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)