14:32 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 20:07:31, 1194 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი „იმედიდან“ გათავისუფლებული პროდიუსერის საქმეს შეისწავლის

ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი პროდიუსერის, მაია სტეფნაძის საქმეს, რომელიც, მისი თქმით, Facebook პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს სახალხო დამცელი შეისწავლის.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, პროდიუსერის საქმის მოკვლევა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში უნდა მოხდეს.

„გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ სწორედ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში შევისწავლოთ ქალბატონი მაიას გათავისუფლების საქმე, ვინაიდან ის გარემოებები, რასაც ქალბატონი მაია საუბრობს, შეიცავს პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვისმინოთ ორივე მხარის განმარტება და უახლოეს პერიოდში ჩვენ დავიწყებთ აღნიშნული საქმის შესწავლას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics