07:48 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 18:16:18, 1330 ნახვა

საზოგადოება
„არ ვარ მზად ინტერნეტ-ბულინგისთვის“ - ნიკოლოზ რაჭველი ოჯახის სიწმინდის დღეს კონცერტზე მონაწილეობას არ მიიღებს

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ რაჭველის თქმით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც  ნიკოლოზ რაჭველმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, 17 მაისის კონცერტისა და ოჯახის სიწმინდის დღესასწაულის ანტიჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დამთხვევის იდეაზე არ ისაუბრებს, რადგან ინტერნეტ-ბულინგისთვის არ არის მზად.

მისივე თქმით, 15 მაისს გერმანიაში მიემგზავრება, სადაც ბერლინის ორკესტრთან ერთად აქვს ჩაწერები.

„ისტორია იყო ასეთი: ჩემს მეგობარ ნინო ქათამაძეს შეთავაზეს 17 მაისის გალა-კონცერტში მონაწილეობის მიღება. ნინომ უპასუხა პროფესიონალურად, რომ მას სცენაზე გამოსვლისათვის ესაჭიროება ინსტრუმენტული ანსამბლი და ორკესტრის მუსიკოსები, ასევე მე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებდა გამოსვლას და სიმღერის შესრულებას. ორგანიზატორები ვიდრე მე მიპოვნიდნენ (ეს ყველამ იცის რომ საკმაოდ რთულია ხოლმე ზოგჯერ) ნინოს სახელი აფიშაში დაბეჭდეს და მონაწილეთა ჩამონათვალი ასე გასაჯაროვდა. პარალელურად მე ვინაიდან 15 მაისის კონცერტის შემდეგ მივემგზავრები გერმანიაში სადაც მაქვს ჩაწერები ბერლინის ორკესტრთან ერთად, ნინოც დათანხმდა შემოთავაზებებს (რაც ყოველთვის უხვად აქვს) და დანიშნა საკონცერტო ცხრილი, რის მიხედვითაც მაისის შუიდან ივნისამდე პრაქტიკულად არ მოუწევს თბილისში ყოფნა. ამ დროს გაკეთდა განცხადება რომლის სათაურად გატანილმა წინადადებამ "ნინო ქათამაძემ უარი თქვა ოჯახის სიწმინდის დღისადმი მძღვნილ კონცერტში მონაწილეობაზე" გამოიწვია სოციალურ ქსელით მოსარგებლე ადამიანთა შეუმდგარ, გაბოროტებულ, მართლაც ცოდვილ და გაუნათლებელ ნაწილში ნინოსადმი აგრესიის გამოხატვის დიდი ტალღა. გულდასმით წავიკითხე გამეტების, დაცინვის, სიძულვილის ენაზე ამეტყველებული მართლმადიდებლობის და სიწმინდეების "დამცველთა" ნააზრევი და ერთ რამეს მივხვდი: ყოველი სიტყვა მართლაც რომ მძიმე ცოდვად მოეკითხებათ მათ ავტორებს, ნინო ქათამაძე კი უკვე ჩვენი ქვეყნის მუსიკის ოქროს ისტორიაა და მისი სიმღერით ჩვენ უბრალო მსმენელებს და ადამიანებს ღმერთი ყოველთვის გაგვაგებინებს თავის ხმას!

P.S. რაც შეეხება თავად 17 მაისის კონცერტისა და ოჯახის სიწმინდის დღესასწაულის ანტიჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დამთხვევის იდეას - არ მინდა გამოვხატო ჩემი მოსაზრება, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას ერთი დიდი ტრაგედია სჭირს: ადამიანებს არ შეგვიძლია საწინააღმდეგო აზრის მოსმენა და პატივისცემა! ეს მართლა ტრაგედიაა და ვიდრე ამ მიმართულებით ჩვენი საზოგადოება პროგრესს არ განიცდის მანამდე არაფერი გვეშველება. და არც მე ვარ მორალურად მზად ინტერნეტ-ბულინგისთვის, სწორად გამიგებთ იმედი მაქვს...

P.P.S. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უკვე როგორც სტიქაროსანი. სოლიდარულობის უნარს ვუსურვებ ჩემს თავს და ყველას ჩვენს ირგლივ“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics