|
2015-06-26 13:17:50, 599 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ოჯახური და ქალთა წინააღმდეგ სხვა სახის ძალადობა კვლავაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება
საქართველოში ოჯახური და ქალთა წინააღმდეგ სხვა სახის ძალადობა კვლავაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ამის შესახებ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ქმრების მიერ ცოლების მკვლელობები გაზრდილია. სახალხო დამცველის მიერ დეკემბერში გავრცელებული ცნობით, ოჯახურ ძალადობას 25 ქალი შეეწირა. სახალხო დამცველმა მთავრობა ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აღმოსაფხვრელად აუცილებელი სტრატეგიის შეუმუშავებლობისათვის გააკრიტიკა. ანგარიშში ყურადღება ასევე გამახვილებულია ქალებზე მოტაცების გზით ქორწინების პრეცედენტებზე და აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი მოტაცებას დანაშაულად აფასებს, პოლიცია ამგვარ შემთხვევებში იშვიათად მოქმედებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს სამსახურში ქალების დისკრიმინაციასა და მათ სექსუალურ შევიწროებაზეც. „კანონი ცალმხრივად არ კრძალავს ამგვარ შევიწროებას და სამართალდამცავებიც იშვიათად იძიებენ მსგავს შემთხვევებს, გარდა ამისა პატრიარქალური და სტერეოტიპული დამოკიდებულება ქალებისადმი ღრმადაა ფესვგამდგარი“, – ნათქვამია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)