11:23 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 09:51:09, 568 ნახვა

საზოგადოება
ისმეთ ილმაზი: თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ნატო-ს შტაბ-ბინაში თურქ კოლეგას, ისმეთ ილმაზს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. თურქმა კოლეგამ თინათინ ხიდაშელი თურქეთში დაგეგმილ სამმხრივ მინისტერიალზე მიიწვია.

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრების აღნიშნული შეხვედრა შემოდგომაზე გაიმართება. ისმეთ ილმაზმა ქართველ კოლეგას ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხში მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მან ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას მწუხარება გამოხატა თბილისში, სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების გამო. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელს ქართველი მაშველების გადამზადებაც შესთავაზა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics