2019-04-26 12:06:02, 1357 ნახვა
საზოგადოება
„ეს არის უგუნური გადაწყვეტილება“ - ელექტრომობილების მძღოლებმა ბათუმში შიმშილობა დაიწყეს
ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით ელექტრომობილების მძღოლებმა შიმშილობა დაიწყეს.
მოშიმშილეები მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ, რომ ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ბულვარში ელექტრომობილების მოძრაობის სრულიად აკრძალვის ნაცვლად რეგულაციები დააწესონ.
„მაშინ აგვიკრძალონ თხილამურებზე სრიალიც, იმიტომ, რომ იქ იტეხენ ხელს, ფეხს. ზღვაში ბანაობაც, იქაც კაცი იხრჩობა. ეს არის უგუნური გადაწყვეტილება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, იმედა ვასაძემ.
ელექტრომობილების მძღოლებმა კარვები ბულვარში გუშინ გაშალეს.
ფოტო: აჭარის ტელევიზია
ავტორი: ექსპრესნიუსი,