13:38 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 15:44:30, 1862 ნახვა

კომენტარი
კობახიძე დავით გარეჯზე: პრობლემას ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად აუცილებლად გადავჭრით

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვას ეხმაურება.

მისი თქმით, ინფორმაცია დაზუსტებას საჭიროებს, თუმცა ეჭვი არ ეპარება, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად ამ პრობლემას აუცილებლად გადაჭრიან. 

"პირველ რიგში, ინფორმაციის დაზუსტება დამჭირდება. დარწმუნებული ვარ, თუ რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს, ჩვენ ამ პრობლემას ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად აუცილებლად გადავჭრით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ინფორმაციით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics