14:31 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-28 13:01:19, 261 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა

„ოცნება“ ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს! გაზისა და წყლის მოხმარების ტარიფების გაზრდას აპირებენ!- ეს სოციალური ტერორის გზაა!  - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

„კანონპროექტის ინიციატორები "ქოცბიზნესმენები" - შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი და ანტონ ობოლაშვილი არიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლის დასაწყისში მაღალი ფასების წინააღმდეგ კომისიებს ქმნიდნენ, ახლა კი თავად გვთავაზობენ ცვლილებებს, რომლებმაც ხალხს ცხოვრება შეიძლება კიდევ უფრო გაუძვიროს! მათთვის საკუთარი კეთილდღეობა ხალხის გაჭირვებაზე მნიშვნელოვანია! კანონპროექტი სემეკს, ანუ დავით ნარმანიას, აძლევს შესაძლებლობას, გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით განასხვაოს. ამას კი ზამთრის წინ აკეთებენ, როცა ოჯახებს გათბობა ყველაზე მეტად სჭირდებათ! გაძვირებული კომუნალურები ბიზნესის ხარჯებსაც გაზრდის და პურპროდუქტებისა თუ სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირების რისკსაც შექმნის. ამ დროს, საკუთარ ანაზღაურებას ათასობით ლარით იზრდიან, პენსიონერს კი მხოლოდ 45 ლარს უმატებენ - თანხას, რომელიც შესაძლოა, გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებსა და პროდუქტებში ისევ უკან წაიღონ! ეს სოციალური ტერორის გზაა! ჩვენ ვითხოვთ სატარიფო ცვლილებების შეჩერებას, კორუფციული ინტერესებისა და კარტელების დაშლას, ზედმეტი შუამავლების მოცილებას და გადასახადების შემცირებას! ხალხს გაძვირებული ცხოვრება კი არა, შეღავათი და სამართლიანი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება!“- განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებულ მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics