|
2019-04-25 15:48:11, 1247 ნახვა
საზოგადოება
მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების პრეზენტაცია
მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას დაესწრო ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 150-ზე მეტი წარმომადგენელი. პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ევროკავშირის ტექნიკური დამხარების პროექტის ერთობლივი ძალისხმევით და მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებულ პროცესებზე საქართველოში; ასევე საერთაშორისო პრაქტიკის და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და ალექსანდრე დარასი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ატაშე/კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორი. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა წარმოადგინეს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში შემუშავებული კანონქვემდებარე აქტების პროექტები შეფუთვის ნარჩენების, ბატარეების, აკუმულატორების, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების, საბურავებისა და გამოყენებული ზეთების შესახებ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა, აგრეთვე ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო ნაბიჯები. ყოველწლიურად, საქართველოში დაახლოებით 900 000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება, რომელიც შეიცავს 1000-მდე სახიფათო და არასახიფათო ნივთიერებას. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ევროპაში დანერგილი ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელია. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს პროდუქციის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე. საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა სპეციფიკური ნარჩენებისთვის, რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან უნდა შევიდეს. სპეციფიკურ ნარჩენებს განეკუთვნება: შეფუთვის ნარჩენები (პლასტმასი, ქაღალდი, მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, გამოყენებული ბატარეები და აკუმულატორები. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალ კონცეფციას წარმოადგენს და მის დასანერგად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და საზოგადოებისა და კერძო სექტორის ცნობიერების სათანადო დონე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირისა და სხვა დონორების მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით 2017 წლიდან. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც პირველად შვედეთში თომას ლინდკვისტის მიერ შვედეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილ 1990 წლის ანგარიშში იქნა წარმოდგენილი, ხელს უწყობს: • ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და რესურსად გამოყენებას • ნარჩენების ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის სხვა ფორმების დანერგვას • ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობის შემცირებას • სახიფათო ნივთიერებების უსაფრთხო დამუშავებას • რესურსებისა და ღირებული მეორადი ნედლეულის გამოყენებას • სხვადასხვა პროდუქციის სასიცოცხლო ციკლში ჩართული ყველა ოპერატორის (მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, მომხმარებელი, შემგროვებელი, დამშლელი, რეციკლირების განმახორციელებელი და ექსპორტიორი) საქმიანობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესებას • პროდუქციის უკეთესი დიზაინის შექმნას • ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას, და რაც მთავარია, • ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას.
(NS)
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)